image

თემა: იესოს ლოცვა,  ლოცვა

"ეძიებდით და ჰპოოთ" (მათე 7, 7; ლუკა 11, 9). რა უნდა ვეძიოთ? რა და ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა. ის ღვთის მადლით გვეძლევა, მაგრამ ჩვენი შრომაც აუცილებელია. რას მოითხოვს შრომა? ახლოსმყოფი ღმრთის მუდმივ ხსოვნას და შეგრძნებას. ამის მისაღწევად, გვირჩევენ მივეჩვიოთ იესოს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე," და უწყვეტად ვიმეოროთ ღვთის მიმართ, რომელსაც გულში ან მის სიახლოვეს უნდა ვგრძნობდეტ. დადექი ყურადღებით გულში უფლის პირის წინაშე და თქვი: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი," - და არსებითად, სხვა არაფერი მოგეთხოვება... უმთავრესი ღვთისადმი გონებით და გულით ლოცვაა. ამასთანავე იცოდე, რომ გონებრივი ლოცვა არის ღვთის წინაშე დგომა არამარტო გონებით, არამედ სულთქმით, ხოლო იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე"... არის სიტყვიერი, გარეგანი ლოცვა.
    ასეთი გზით ღვთის ხსოვნა გონებაში დაგიმკვიდრდება, ხოლო ღვთის ბრწყინვალება, როგორც მზე - სულში. დადე ცივი საგანი მზეზე, ის შეთბება. ასევე თბება სული ღვთის ხსოვნით, რადგან ღმერთი გონიერი მზეა, ხოლო თუ რა იქნება შემდგომში, თავად დაინახავ.
    თავიდან იესოს ლოცვის უწყვეტ გამეორებას რომ მიეჩვიო, შრომაა საჭირო... დაიწყეთ და აზრებით უფალთან იყავით. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება...
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები