image

თემა: ლოცვა,  სახარების კითხვა

ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმ. წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა არც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი. როგორც ზედმეტი ჭამა ვნებს სტომაქს და კუჭის აშლას იწვევს, ისე სულიერი საზრდელის გადამეტებული მიღება იწვევს გონების აშლილობას, ზიზღს ყოველგვარი სულიერი მოღვაწეობისადმი, დაბოლოს, მოწყინებას (არა მოწყინება თანამედროვე მნიშვნელობით, არამედ სევდა, ჭმუნვა).
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები