ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: ლოცვა, სულიერი ბრძოლა
ვინც გულმოდგინედ ლოცულობს, ვინც არ ინდობს თავის თავს, უფრო სწორად, თავის "ძველ კაცს", ჩვენში რომ ცხოვრობს, ის ომში იწვევს უხილავ გველებს - ჯოჯოხეთის სულებს, შხამიანი ნესტარივით რომ გესლავენ მას ვნებებითა და ცოდვილი გულისსიტყვებით. მაგრამ თუ ლოცვისას კაცი მტკიცედ დგას და უკან არ იხევს, იგი ამ ბრძოლაში ღვთის შეწევნას გრძნობს, გრძნობს თითქოს ჩუმი სიხარულის გამონათებებს - ასე ჩანს ხოლმე, ალაგ-ალაგ საწვიმარ ღრუბლებს შორის ცის ლაჟვარდი. ამის შემდეგ სულს ლოცვა ეხსნება, როგორც ქრისტესთან ერთად გამარჯვების ანუ ქრისტეს მიერ ეშმაკის დათრგუნვის სიხარული. შეუძლებელია ამ მდგომარეობის სიტყვით გადმოცემა.