ავტორი:
წმ. ესაია განშორებული
თემა: ლოცვა
24. ჟამი ითხოვს ჩვენგან ლოცვას, ისევე როგორც მესაჭეს - ქარები, ტალღები და საჰაერო ქარიშხლები, რადგან მიმღებნი ვართ აზრთა შემოტევებისა, - როგორც სათნოთა, ასევე უკეთურთა. ითქმის, რომ ვნებათა მეუფეა კეთილმსახურებითი და ღვთისმოყვარე აზრი; ამიტომაც, შეგვფერის ჩვენ, მდუმარეებს, გონივრულად და ფხიზლად გავმიჯნოთ და გავაცალკევოთ სათნოებანი და უკეთურებანი. ამასთან, ისიც ვსაჯოთ, თუ რომელი სათნოება უნდა ვიღვაწოთ ძმათა და მამათა გარემოცვაში, და რომელი - განმხოლოებით, ანთუ პირველი სათნოება რომელია, შემდეგ - მეორე და მესამე, ანდა რომელი ვნება არის სულიერი და რომელი - სხეულებრივი, ან რომელია ის სათნოება, რომლის გზითაც ამპარტავნება გონებას გვემს, ან რომლისგან წარმოიქმნება ცუდმედიდობა, ან რომელია, მრისხანებას რომ მოგვაახლებს, ანთუ რომლისგან აღმოცენდება ნაყროვანება. მართლაც გვმართებს, რომ "დავარღვიოთ გულისზრახვები და ყველა სიმაღლე, ღვთის ცოდნის წინააღმდეგ ზეაზიდული"(II კორ. 10.5).