ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვა
ლოცვა - "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" - არის სიტყვიერი ლოცვა, როგორც სხვა ყველა. მასში განსაკუთრებული არაფერია, მთელ ძალას იღებს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობით აღესრულება იგი.
ყველა ის საშუალება, რომლის შესახებაც წერენ (ჯდომა, მოხრილობა)... ასევე ლოცვის მხატვრული აღსრულებაა, ყველას არ წაადგება და პირადი მასწავლებლის გარეშე საშიშია. კარგი იქნება, თუ ყველაფერს არ შევეჭიდებით. ერთი მეთოდი კი საყოველთაოა: "ყურადღებით ვიდგეთ გულში". სხვა ყველაფერი გარეშეა, დამატებულია და საქმესთან არ გვაახლოვებს.
ამ ლოცვის ნაყოფების შესახებ ამბობენ, რომ მასზე აღმატებული ამქვეყნად არაფერია. სადაა სამართალი. თილისმა იპოვეს! ნაყოფებიდან არაფერი მიეკუთვნება ლოცვის სიტყვიერ და მეტყველით მხარეს. ის შეიძლება მიღებულ იქნეს ამ ლოცვის გარეშე და ყოველგვარი სიტყვიერი ლოცვის გარეშეც, მხოლოდ გონებით და გულით ღვთიაკენ სწრაფვით.
საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ "მივაღწიოთ ღმრთის მუდმივ ხსოვნას ან ღმერთის თანამყოფობის მუდმივ განცდას". ყველას მიმართ შეიძლება ითქვას: "როგორც გინდა ილოცე, ოღონდ მიაღწიე ამას... იესოს ლოცვას აღასრულებ თუ მუხლთადრეკას... ტაძარში ივლი თუ შენ ილოცებ... რასაც ისურვებ, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ღმერთი მუდამ გახსოვდეს".
მახსოვს კიევში ერთი ადამიანს შევხვდი, რომელიც ამბობდა: "არანაირი მეთოდი არ გამომიყენებია, იესოს ლოცვის შესახებ არაფერი ვიცოდი და ყველაფერი, რაზადაც იქ საუბარია, ამისრულდა და სრულდება, მაგრამ როგორ, მე ეს თავად არ ვიცი. ღმერთმა მომცა!.."
ის, რაც ღმერთმა მოგვცა ან მოგვცემს, უნდა მოვუფრთხილდეთ. ერთმანეთსი არ უნდა აგვერიოს თვითმოქმედების და მადლის ნაყოფები.
გვეუბნებიან: მოიპოვე იესოს ლოცვა, ანუ შინაგანი ლოცვა. იესოს ლოცვა არის კარგი საშუალება ასეთი ლოცვის მოსაპოვებლად, მაგრამ თავისთავად ის არაა შინაგანი, არამედ გარეგანი ლოცვაა. ვინც ცდილობს მიეჩვიოს მას, ძალიან კარგს აკეთებს; მაგრამ თუ მხოლოდ მასზე ჩერდება და შორს აღარ მიდის, ეს ნიშნავს, რომ შუაგზაზე ტოვებს საქმეს...
იესოს ლოცვის აღსასრულებლად აუცილებელი ხდება ღვთის გააზრება, სხვაგვარად ის მხოლოდ მშრალ საკვებსწარმოადგენს. კარგია თუ ვინმეს ენა შეისისხლხორცებს იესოს სახელს, მაგრამ ამ დროს შესაძლოა უფალი დავივიწყოთ და აზრებიც მისი საწინააღმდეგო გაგვაჩნდეს. ამიტომ ღვთისაკენ ჩვენი მოქცევა გაცნობიერებული თავისუფალი უნდა იყოს, და შრომის დორს ყოველტვის უნდა ვუხმობდეთ განსჯას.