ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა, ღვთის ხსოვნა
შესაძლოა, გარეგნულ მორჩილებას შინაგანი არ ახლდეს, და შენი ცხოვრებაც სულიერების გარეშე მიმდინარეობდეს. როგორ ავარიდოთ თავი ამას? ყოველგვარ საქმეში უნდა მონაწილეობდეს ღვთისმოშიში გული. იგი მუდმივად ღმერთზე ფიქრით უნდა იყოს მოცული. ღმერთზე ფიქრი კარია, რომლის გავლითაც სულმა სამოღვაწეო ცხოვრებაში უნდა შეაბიჯოს. მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ მუდმივად ღმერთზე ან მასთან თანამყოფობაზე ფიქრისკენ ("უფალი მოიძიეთ... მოიძიეთ პირი მისი..."). აი, სად დგას ფხიზელი და გონიერი ლოცვა. ღმერთი ყველგან არის: იღვაწე, რომ შენი ფიქრი ყოველთვის ღმერთთან იყოს. როგორ იღვაწო? აზრები ქინქლებივით ირევიან და მასთან ერთად გრძნობებიც არ ცხრება, მამები აზრების ერთ ადგუილზე შესაჩერებლად მოკლე ლოცვას განუწყვეტლივ იმეოებდნენ, რომელიც ჩვევის და ხშირი გამეორების ძალით ისე ესისხლხორცებოდა ენას, რომ ენა თავისთავად იწყებდა ლოცვის გამეორებას. ასეთნაირად ერწყმოდა აზრი ლოცვას, ლოცვის მეშვეობით კი ღმერთზე მუდმივ ფიქრს. ლოცვა იქცეოდა ჩვევად და იხვეჭდა ღვთის ხსეოვნას, ხოლო ღვთის ხსოვნა ლოცვას; აი, ეს არის ღვთის წინაშე სვლა.
ლოცვა გონიერია, როდესაც ვინმე ყურადღებით დამკვიდრდება გულში და იქიდან აღუვლენ ღმერთს მას. გონიერი ღვაწლი კი ისაა, როდესაც ვინმე ღვთის ხსოვნით გულში ყურადღებით დგას და ყველანაირ სხვა აზრს, რომელიც გულში შეაღწევას ცდილობს, იგერიებს.