თემა: განმარტოება, ეშმაკი, ლოცვა, მონაზონთათვის
პირვე ხანებში, როგორც მოსაგრე ცხოვრების გამოცდილნი გვასწავლიან, ბოროტი სულები მონაზონს განსაკუთრებით ებრძვიან მოწყინებით, სასოწარკვეთილებით, ნაღველით - მათ მიერ დატოვებული სოფლის გამო; ამასთან ერთად, მათში აღვიძებენ სურვილს, რომ დატოვონ უდაბნო და კვლავ ერში დაბრუნდნენ. მონაზონმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს, რათა სულმოკლეობაში არ ჩავარდეს ასეთი განსაცდელის ჟამს, არამედ - მშვიდად შეხვდეს და მამაცურად შეებრძოლოს მას, ამასთან ერთად, უნდა ფლობდეს და მოქმედებდეს დაუმარცხებელი იარაღით - ლოცვით.