ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა, მადლი
არის ლოცვა, რომელსაც თავად ადამიანი აღასრულებს და არის ლოცვა, რომელსაც მლოცველი ღვთისაგაან ღებულობს (I მეფ. 2, 9).
ვინ არ იცის პირველი? უკანასკნელი კი, თუნდაც საწყისი სახით, თქვენთვის საჭიროა და სასურველია იცოდეთ, რომ ღმერთთან მისაახლებლად თავდაპირველი საქმე ლოცვაა. ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სალხშიც ლოცულობს ლოცვანიდან და მის გარეშეც; მაგრამ მისი აზრები მუდამ გაფანტულია. მათთან გამკლავება მას ძალიან უჭირს. რაც უფრო მეტ დროს უთმობს ლოცვას, აზრები მით უფრო წყნარდება, ლაგდება და ლოცვაც თანდათანობით იწმინდება. თუმცა სულიერი გარემო არ წმიდავდება, ვიდრე სულიერი კოცონი არ დაინთება სულში. ამ კოცონის დანთება კი ღვთის მადლის საქმეა, არა განსაკლუთრებული, არამედ ყველასათვის საერთო. როცა მაძიებელი ადამიანი ზნეობის ყველა მიმართულებით მიაღწევს სიწმიდის გარკვეულ დონეს, მაშინ იბადება ის, და როცა დაინთება ეს კოცონი, ანუ როცა გულში მუდმივი სითბო ჩაისახება, აზრების მომატება წყდება. სულს ემართება ისეთივე რამ, რაც სისხლმდინარე ქალს დაემართა: "მეყვსეულად დასცხრა წყაროი იგი სისხლისა მისისა" (ლუკა 8, 44). ამ მდგომარეობაში ლოცვა მეტნაკლებად ახლოსაა უწყვეტ ლოცვასთან. დამხმარე საშუალება კი მისთვის იესოს ლოცვაა. და ეს არის ზღვარი, სადამდეც შეიძლება მიაღწიონ ადამიანის მიერ დაუფლებულმა ლოცვამ! ვფიქრობ, ყველაფერი ეს თქვენთვის სავსებით გასაგებია.
ამ მდგომარეობაში ყოფნისას ხდება ისეთი ლოცვის მიგნება, რომლის აღსრულება თავად ადამიანს არ ძალუძს. მლოცველის სული ჰპოვებს მას და გულის სიღრმეში მიიზიდავს, ეს იმას ჰგავს, ვინმემ ხელი რომ ჩასწიდოს სხვას და ძალით წარიტაცოს ერთი ოთახიდან მეორეში. სული უკავშIრდება გარე ძალას და ხალისით სუფევს მასთან შიგნით. ვიცით ასეთი მიგნების ორი საფეხური. პირველის დროს სული ყველაფერს ხედავს, აცნობიერებს თავს და თავის გარე მდგომარეობას, განსჯის და საკუთარი თავის მართვის უნარიც გააჩნია და თუ მოისურვებს, შეუძლია გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ესეც თქვენთვის გასაგები უნდა იყოს.
წმიდა მამები, განსაკუთრებით კი წმ. ისააკ ასურს, მითითებული აქვთ ზეგარდამომონიჭებული და მიგნებული ლოცვის სხვა ხარისხიც. ზემოთ აღნიშნულ ლოცვაზე უფრო მაღლა ის იმ ლოცვას აყენებს, რომელსაც ექსტაზს ან აღტაცებას უწოდებს . ამ დროს ასევე ხდება ლოცვის სულის მიგნება, მაგრამ სული წარიტაცება და აღწევს ჭვრეტის ისეთ ხარისხს, რომ ავიწყდება თავისი გარე მდგომარეობა, აღარ მსჯელობს, არამედ ჭვრეტს, არ ძალუძს თავის მართვა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.
მამათა ცხოვრებიდან გემახსოვრებათ, თუ როგორ დადგა ვიღაც ლოცვაზე საღამოს ტრაპეზის წინ და გონს კი დილით მოეგო.ასეთია აღტაცებაში და ჭვრეტაში მყოფი ადამიანს ლოცვა. ზოგიერთში ის მჟღავნდება სახის გაბრწყინებით, გარეშემოწერილი ნათებით, სხვებში მიწიდან ზე ამაღლებით. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ წმიდა წინასწარმეტყველნი, როცა მათ ღვთის სული ეუფლებოდა.
მართლაც, გასაკვირია, თუ როგორი უსაზღვროა ღვთის წყალობა ჩვენისთანა ცოდვილების მიმართ. ვინ რას შრომობს და რისი ღირსი ხდება?
ყველა მოღვაწეს შეიძლება თამამად ეთქვას: ღირს შრომა ყოველივე ამისათვის!