image

თემა: ლოცვა,  მადლი

სანამ არის მოშურნეობა, მადლი თქვენთანაა. ესაა ცეცხლი. ცეცხლს შეშა ინარჩუნებს.სულის შეშა კი ლოცვაა... როგორც კი მადლი გულს შეეხება, მაშინვე იჩენს თავს გონების და გულის ღვთისაკენ სწრაფვა - ლოცვის ჩანასახი. ღვთის მოაზრება შემდეგ იწყება. ღვთის მადლი გონებასა და გულს ღვთისაკენ მიაქცევს და მას მიაკრავს. რადგან გონება სარ ძალუძს უმოქმედოთ ყოფნა, ის, ღვთისაკენ მიმართული, მხოლოდ ღმერთზე იწყებს ფიქრს. აქედანაა ღმრთის ხსოვნა - მადლმოსილი მდგომარეობის განუშორებელი თანამგზავრი... ღვთის ხსოვნა უქმად არ მყოფობს, არამედ ის აუცილებლად მიიგიყვანთ ღვთის სრულყოფილებათა და ღვთის საქმეთა შეცნობამდე, როგორიცაა სიკეთე, სამართლიანობა, შემოქმედება, განგებულება, გამოსყიდვა, მსჯავრი და მომავალი ხვედრი. ყველაფერი ეს, მთლიანობაში, ღმრთის სამყარო, ანუ სულიერი გარემოა. მოშურნე განუშორებლად იმყოფება ამ გარემოში. ასეთია მოშურნეობის ბუნება. და პირიქით, ასეთ გარემოში ყოფნა ინარჩუნებს და აცოცხლებს მოშურნეობას. გსურთ არ დაკარგოთ მოშურნეობა? გაითავისეთ ზემოთ აღნიშნული ყველა განწყობა... ცალ-ცალკე ისინი სულიერი შეშებია... ხელთ იქონიეთ ყოველთვის ასეთი საწვავი მასალა და როგორც კი შეამჩნევთ, რომ მოშურნეობის ცეცხლი იკლებს, აიღეთ სულიერი მარაგიდან შეშის რომელიმე ნაჭერი, გააძლიერეთ სულიერი ცეცხლი და ყველაფერი კეთილად წარიმართება. სულიერი ქმედებების ასეთი ერთობლიობიდან მომდინარეობს ღვთის შიში, ანუ ღვთის წინაშე, გულში, მოკრძალული დგომა. აი, ესაა მადლმოსილი მდგომარეობის მეთვალყურე და მცველი...
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები