თემა: ლოცვა, სინანული, გლოვა ცოდვებისათვის
წმიდა იოანე მოწყალე, ალექსანდრიელი პატრიარქი.
კვიპროსზე, ქალაქ ამათუნტში, ერთი დედაკაცი მივიდა წმიდა იოანესთან, რომელიც უკვე სასიკვდილო სარეცელზე იწვა. მის ფერხთით დაემხო და მწარედ აქვითინდა:
-წმიდა მამაო, იმდენად მძიმე ცოდვა მაქვს ჩადენილი, რომ სირცხვილის გამო ჩემს სულიერ მოძღვართან ვერ ვაღიარებ. მაგრამ, მამაო, თუკი შენ ინებებ, უფალი მომიტევებს, რადგან წმიდა წერილში ნათქვამია: "რაოდენი შეჰკრათ ქვენასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განხსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 18, 18).
-შვილო, უკეთუ რწმენით ხარ მოსული, აღიარე ჩემ წინაშე შენი ცოდვა, რათა სულის კურნება მიიღო.
-ჰოი, მამაო, შენიც მცხვენია! - უპასუხა მან და კიდევ უფრო მწარედ ატირდა.
-მაშინ, თუ შენი ცოდვის აღიარება ჩემთანაც არ შეგიძლია, ფურცელზე მაინც დაწერე, დაბეჭდე და ისე გადმომეცი.
დედაკაცი ასეც მოიქცა, მაგრამ როდესაც შენდობისთვის მეორედ მივიდა, წმიდა იოანე აღსრულებულიყო და დაემარხათ კიდეც.
დედაკაცი დამწუხრდა, რადგან თავისი წერილის შესახებ არაფერი უწყოდ და სამი დღე წმიდანის საფლავთან ტირილსა და გოდებაში გაატარა. მესამე ღამეს მას გამოეცხადა წმიდა იოანე და ორი ეპისკოპოსი, რომლებიც იქვე იყვნენ დაკრძალულნი. წმიდანმა დედაკაცს ქაღალდი მიაწოდა და უთხრა:
როდემდე გინდა გააგრძელო ტირილი და შეგვაწუხო? ჩვენი მოსასხამები ცრემლით დაალტე; გამომართვი შენი წერილი და წადი.
დედაკაცმა თავისივე დაბეჭდილი ქაღალდი გამოართვა, გახსნა და წაიკითხა: ჩემი ერთგული იოანეს ლოცვით მიგეტევა შეცოდება შენი