ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ლოცვა, ფსალმუნები
506. ილოცე ჩემთვის, ჩემო მამაო, და მითხარი, რას ნიშნავს ეს: როცა ფსალმუნების ან ლოცვების გალობა მსურს, ვგრძნობ, რომ მეზარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცივა. ამიტომ, უკვე მრავალი ღამეა, ფსალმუნთა გალობას და ლოცვას მჯდომარე ვასრულებ. ვშიშობ, სიმზარმაცე ხომ არ იწვევს ამას. ამიტომ, შენი დარიგებების ღირსად ჩამთვალე და ილოცე, რომ ყველაფერი ისე შევასრულო, როგორც მეტყვი .
ერთმანეთისათვის ლოცვა თითოეულ ჩვენგანს მცნებად მიეცა (იაკ. 5, 16). ხოლო თუ გაინტერესებს ის, რაზეც მეკითხები, საიდან წარმოსდგება, იცოდე, ნაწილობრივ აქ ეშმაკისეული თესლია შერეული, ხოლო ნაწილობრივ სხეულის უძლურება. ამიტომ, თუ შენ ფსალმუნთა გალობას და ლოცვას მჯდომარე ასრულებ, მაგრამ ლმობიერებით, ეს ხელს არ უშლის იმას, რომ შენი მსახურება სათნო ეყოს ღმერთს; ვინაიდან თუ ვინმე დგას, მაგრამ გაბნეული ლოცულობს, მას შრომა არაფრად ერაცხება. დაე, უფალი შეგეწიოს, ძმაო, ამინ.