თემა: ლოცვა, ღვთის შიში, ღვთისადმი ვედრება, ღმერთი
ამაო და უნაყოფოა ლოცვა, ვედრება და თხოვნა, როდესაც იგი აღესრულება არა შიშითა და თრთოლით, არა სიფხიზლით. თუ მეფის - ადამიანის წინაშე წარდგომისას, სათხოვარს ყველა შიშითა და თრთოლით, მთელი ყურადღებით გადმოსცემს, განა ღვთის, ყოველთა მეუფისა და ქრისტეს, მეუფეთა მეუფისა და ხელმწიფეთა ხელმწიფის წინაშე ასევე არ უნდა აღავლინო ლოცვა და ვედრება?