ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ჯადოქრობა, ლოცვა, აღსარება, ზიარება
წმიდა წიგნებში ამომიკითხავს, რომ ვნებიანი ადამიანის წიგნებით სარგებლობის დროს შეძლება ვნება გადაგედოს, ეს როგორ შესააბამება იმას, რომ არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე? თუ ეს ასეა, რა შუაშია ნივთები? ეს ცრუმორწმუნოება ხომ არ არის? თუ ნივთს თავისთავად მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ჯადოქრები რატომ მოქმედებენ თავად ნივთებით (სურსათ- სანოვაგე, წყალი და სხვ.)
ღმერთი ადამიანს თვით ადამიანისავე მეშვეობით იცავს. ჯადოქრები ნივთებით, სურსათ-სანოვაგით იმიტომ მოქმედებენ, რომ ადამიანი თავის დასაცავად სიწმიდეებს არ იყენებს - არ ლოცულობს და საშველად არ უხმობს უფალს, სიწმიდეებით არ სარგებლობს, აღსარებას არ ამბობს და არ ეზიარება.