ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სიძვა, ვნებები, ნაყროვანება მუცელღორობა, მარხვა, ლოცვა, მდუმარება, ხორციელი მღვიძარება
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხორცულ სიამეთა წადილს, შემდეგ კი მეხსიერების მეშვეობით შეაღწევს მდუმარეში, და რამდენადაც სხეულს აღანთებს, იმდენად გონებას სხვადასხვა სახის ბილწ სურათს წარმოუსახავს და ამგვარად აღძრავს ცოდვის წადილს. თუკი არ გსურს, ყოველივე ეს შენში გაგრძელდეს, შეუდექი მარხვას, შრომას, მღვიძარებას და კეთილ მდუმარებას, ძილად მისვლის ლოცვასთან ერთად.